მასიმილიანო ალეგრი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების მთავარი კანდიდატია
მასიმილიანო ალეგრი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების მთავარი კანდიდატია

იტალიელი სპეციალისტი მასიმილიანო ალეგრი ძირითადი კანდიდატია „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე, – წერს იტალიური „ტუტოსპორტ“ (Tuttosport). გარდა ამისა, ინგლისური გრანდი განიხილავს ფრანგი ლორან ბლანის მიწვევას, რომელიც 2016 წლიდან უმუშევარია.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის ოლე-გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით, მანჩესტერელებმა ყველაზე ცუდი სტარტი აჩვენეს 1992 წლის შემდეგ – გუნდს პრემიერლიგის ექვს ტურში მხოლოდ რვა ქულა აქვს მოპოვებული.

ირკვევა, რომ ალეგრი, რომელიც ერთწლიანი პაუზის აღებას აპირებდა ამ ზაფხულს „იუვენტუსის“ მიტოვების შემდეგ, ინტენსიურად სწავლობს ინგლისურ ენას, რათა მომავალში სწორედ პრემიერლიგაში სცადოს ძალები.