მასიმილიანო ალეგრი - მადრიდის „რეალში“ მთავაზობდნენ მუშაობას
მასიმილიანო ალეგრი - მადრიდის „რეალში“ მთავაზობდნენ მუშაობას

„მილანისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ერთ-ერთ ინტერვიუში იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ შესთავაზეს მადრიდის „რეალის“ გაწვრთნა ორი წლის წინ.

„2018 წელს მე რეალის ხელმძღვანელობას ველაპარაკებოდი, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა, რადგან მე ამ დროს მოქმედი კონტრაქტი მქონდა იუვენტუსთან. გარდა ამისა, ვგრძნობდი, რომ მორალური თვალსაზრისით ვალში ვიყავი ამ გუნდთან და მის გულშემატკივრებთან“, – მოჰყავს ალეგრის სიტყვები ესპანურ გამოცემა „მარკას“.

შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრის ყველაზე დიდი წარმატებები სწორედ ტურინუკ გუნდთან არის დაკავშირებული. უვესთან ერთად იდ ხუთჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, ოთხჯერ იტალიის თასის, ხოლო ორჯერ – სუპერთასის მფლობელი. რაც შეეხება „მილანს“, აქ ალეგრიმ ერთხელ მოიგო სერია ა და ერთხელ – იტალიის სუპერთასი. 2018 წელს ის იტალიის ფეხბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.