მაშველებმა თბილისში გადაარჩინეს ახალგაზრდა გოგო, რომელიც ბარათაშვილის ხიდიდან გადახტა
მაშველებმა თბილისში გადაარჩინეს ახალგაზრდა გოგო, რომელიც ბარათაშვილის ხიდიდან გადახტა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა თბილისში გადაარჩინეს ახალგაზრდა გოგო, რომელიც ბარათაშვილის ხიდიდან გადახტა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ახალგაზრდა გოგო ბარათაშვილის ხიდიდან გადახტომას აპირებდა.

ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საპატრულო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ჯგუფები.

მდინარე მტკვრიდან, წყალზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების ოპერატიული მუშაობის შედეგად, გოგოს წყლიდან უვნებლად ამოიყვანა მალევე მოხერხდა“, – აცხადებენ უწყებაში.

მათი ცნობით, გოგონა თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.