მაშველებმა შვეიცარიაში ზვავის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი თოვლიდან ამოიყვანეს

14:52, 20.02.2019

შვეიცარიის ალპებში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი მაშველებმა თოვლიდან ამოიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ფრანგი მოთხილამურეა.

ზვავში მოყოლილების ძებნას 240 მაშველი, სამხედრო და სამართალდამცველი რვა ვერტმფრენისა და 12 ძაღლის დახმარებით განაგრძობს.

პოლიცია ზვავში მოყოლილთა ზუსტ რაოდენობას ჯერ არ ასახელებს.

ზვავი შვეიცარიის ვალეს კანტონში, სათხილამურო კურორტ კრანს მონტანაში ჩამოწვა.

მსგავსი