მარვინ ვეტორისა და კარლ რობერსონის ბრძოლა 13 ივნისს შედგება
მარვინ ვეტორისა და კარლ რობერსონის ბრძოლა 13 ივნისს შედგება

გიგა ჭიკაძის თანაგუნდელი მარვინ ვეტორი ბრძოლას კარლ რობერსონის წინააღმდეგ 13 ივნისს გამართავს. თავდაპირველად, იტალიელს რობერსონთან 13 მაისს უნდა ებრძოლა, თუმცა მეტოქემ გაუგებარი მიზეზის გამო ასპარეზობაზე უარი თქვა. ამან მებრძოლებს შორის ჯექსონვილის სასტუმროში ფოიეში სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ UFC-ის 13 ივნისის ქარდი ყაზახეთში იყო დაგეგმილი, სადაც ქართველი მებრძოლის რომან დოლიძის დებიუტი უნდა შემდგარიყო. ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩაატარებს თავის პირველ ბრძოლას დოლიძე.

დატოვე კომენტარი