მარვინ ვეტორიმ ჯეკ ჰერმანსონი დამაჯერებლად დაამარცხა და ტოპ-5-ში ადგილი დაიმკვიდრა
მარვინ ვეტორიმ ჯეკ ჰერმანსონი დამაჯერებლად დაამარცხა და ტოპ-5-ში ადგილი დაიმკვიდრა

ლას ვეგასში გამართული ქარდი Kings MMA-ის გუნდისთვის, რომლის წევრიც გიგა ჭიკაძეა, უაღრესად წარმატებული გამოდგა. ქართველი მებრძოლის იტალიელი თანაგუნდელი მარვინ ვეტორი საშუალო წონითი დივიზიონის რეიტინგის მეოთხე მებრძოლთან, ჯეკ ჰერმანსონთან დაპირისპირებას 7-დღიან ინტერვალში დათანხმდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ვეტორი ხუთივე რაუნდის განმავლობაში დამაჯერებელ უპირატესობას ფლობდა. საბოლოოდ, მსაჯებმა იტალიელის გამარჯვება ერთსულოვნად დააფიქსირეს (49-46, 49-46 და 49-45)

Vegas 16-ის სხვა ბრძოლების შედეგები:

ჯამაჰალ ჰილმა ოვინს სენ პრუ ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და დაუმარცხებლის სტატუსი შეინარჩუნა.

გაბრიელ ბენიტეზმა ჯასტინ ჯეინსს მუხლით უმძიმესი დარტყმა მიაყენა და ეფექტური ნოკაუტით მოუგო.

ჯორდან ლევიტმა წარმოუდგენელი გდებით გათიშა მეტ ვიმანი და ოქტაგონზე კვლავ დაუმარცხებლად რჩება.

ლუის სმოლკამ ხოსე კუინონესს ტექნიკური ნოკაუტით სძლია.

ჯეიკ კოლიერმა ჯან ვილანტე მსაჯების საერთო გადაწყვეტილებით დაამარცხა.