მარვინ ვეტორი 12 დეკემბერს ომარ ახმედოვთან იბრძოლებს
მარვინ ვეტორი 12 დეკემბერს ომარ ახმედოვთან იბრძოლებს

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის იტალიელი ათლეტი მარვინ ვეტორი მომდევნო ბრძოლას 12 დეკემბერს UFC 256-ის ფარგლებში გამართავს. გიგა ჭიკაძის გუნდელის მეტოქე საშუალო წონითი დივიზიონის (middleweight) ტოპ 15-ის წარმომადგენელი ომარ ახმედოვი იქნება. ქარდის ოფიციალური ლოკაცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით ღონისძიებას ლას ვეგასის „აპექსის“ დარბაზი უმასპინძლებს.

მარვინ ვეტორის (15-3-1 MMA, 5-2-1 UFC) ბოლო სამი ბრძოლა გამარჯვებით აქვს დასრულებული. მანამდე კი ის მომავალ ჩემპიონთან, ისრაელ ადესანიასთან მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

ომარი ახმედოვმა (20-5-1 MMA, 8-4-1 UFC) ბოლო ბრძოლა კრის ვაიდმანთან დათმო.

12 დეკემბრის ბრძოლები

კამარუ უსმანი – გილბერტ ბერნსი

ამანდა ნუნესი – მეგან ანდერსონი

კარლა ესპარზა – ამანდა რიბასი

ომარი ახმედოვი – მარვინ ვეტორი