მარუჩიშმა „დინამოსთან“ კონტრაქტი 1+1 წლით გააფორმა
მარუჩიშმა „დინამოსთან“ კონტრაქტი 1+1 წლით გააფორმა

„დინამო თბილისმა“ სერბ თავდამსხმელთან, ზორან მარუშიჩთან ხელშეკრულება გააფორმა და კონტრაქტის დეტალები გაასაჯაროვა, – ინფორმაცია გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

„სერბი ფორვარდი ზორან მარუშიჩი „დინამოს“ ფორმით შეუტევს. 27 წლის თავდამსხმელსა და ჩვენს კლუბს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა. ზორან მარუშიჩი სერბულ და ბოსნიურ კლუბებში ასპარეზობდა, ბოლოს კი ბელარუსის „ნემანში“გამოდიოდა“, – იუწყება თბილისელთა ოფიციალური ვებგვერდი.

ზორან მარუშიჩი ბოლოს ბელარუსის ჩემპიონატში გროდნოსნემანში“ გიორგი ქანთარიას თანაგუნდელი იყო, 28 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მან კარიერა სერბეთში კრალევოსსლოგაში“ დაიწყო. მარუშიჩმა თამაში საყრდენ ნახევარმცველად დაიწყო, მაგრამ ცენტრალურ მცველადაც ათამაშებდნენ. „ნემანში“ იგი თავდამსხმელად თამაშობდა – თბილისურ კლუბშიც ამ როლში მიიწვიეს.

დატოვე კომენტარი