მარუან ფელაინიმ მანჩესტერი დატოვა
მარუან ფელაინიმ მანჩესტერი დატოვა

ბელგიელი „ოლდ ტრაფორდზე“ 2013 წლის აგვისტოში გადავიდა. მას შემდეგ 177 მატჩი ჩაატარა. ამ დროის მანძილზე ფელაინიმ 22 გოლი გაიტანა და ოთხი ტიტული – ინგლისის თასი, ქომუნითი შილდის თასი, ლიგის თასი და ევროპის ლიგა მოიგო.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მადლობას უხდის მარუანს მისი სამსახურისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს. ბელგიელი ჩინეთში, კერძოდ, „შენდონგ ლუნენგში“ გადავიდა, – იტყობინება გუნდის ოფიციალური გვერდი.