მარტვილში მკვლელობა მოხდა
მარტვილში მკვლელობა მოხდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში გვიან ღამით მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა მეზობელი მოკლა. როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა გულმკერდისა და ბარძაყის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. ჯერჯერობით, დანაშაულის მოტივზე არ საუბრობენ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია.