მარტინესი ბელგიის ნაკრებში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ბოლომდე დარჩება
მარტინესი ბელგიის ნაკრებში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ბოლომდე დარჩება

ესპანელი სპეციალისტი რობერტო მარტინესი ბელგიის ნაკრების მთავარ მწვრთნელი იქნება ყატარში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დასრულებამდე.

როგორც „ეიჩ-ელ-ენ“ (HLN) წერს, 46 წლის სპეციალისტმა მიაღწია შეთანხმებას ბელგიის საფეხბურთო ასოციაციასთან ხელშეკრულების გაგრძელებაზე. მხარეები ახალი კონტრაქტის ბოლო დეტალებს აფორმებენ, ოფიციალური ინფორმაცია კი უახლოეს დღეებში გავრცელდება.

აღვნიშნავთ, რომ მარტინესის მოქმედი ხელშეკრულება ბელგიის ნაკრებთან 2020 წელს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ იწურებოდა. ტურნირი 2021 წლის ზაფხულისთვის გადაიტანეს და ესპანელთა ხელშეკრულებაც ერთი წლით გაგრძელდა.

მარტინესი ბელგიის ნაკრებს 2016 წლიდან უდგას სათავეში.

ევრო 2020-ის ჯგუფურ ეტაპზე ბელგია რუსეთთან, დანიასთან და ფინეთთან მოხვდა ქვეჯგუფში.