მარტინელი „არსენალში“ ყოფნით უკმაყოფილოა და გუნდის შეცვლას გეგმავს #1TVSPORT
მარტინელი „არსენალში“ ყოფნით უკმაყოფილოა და გუნდის შეცვლას გეგმავს #1TVSPORT

„არსენალის“ ბრაზილიელი თავდამსხმელი ლონდონურ კლუბში მისდამი დამოკიდებულებით უკმაყოფილოა და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდის შეცვლას გეგმავს.

როგორც ბრიტანულ პრესაში წერენ, 20 წლის ფეხბურთელის პროტესტის მიზეზი მცირე სათამაშო დროა.

გაბრიელ მარტინელი ლონდონელთა რიგებს 2019 წელს შეუერთდა. ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონზე ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ლონდონური გრანდისთვის 2021/22 წლების სეზონი არცთუ წარმატებულად დაიწყო და კლუბი სატურნირო ცხრილში მეათე პოზიციაზეა.

დატოვე კომენტარი