მარტენ ფურკადის მესამე ოქროს მედალი

დასრულდა ტურნირი ბიატლონში ქალებისა და მამაკაცებისგან შემდგარი შერეული გუნდებისთვის, რომლის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა (ანაის ბესკონი, მარი დორენ აბერი, სიმონ დეტიე, მარტენ ფურკადი). ფურკადისთვის ეს მესამე ოქროს მედალია მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, ანაის ბესკონმა კი ეს ოქრო რამდენიმე დღის წინ მოგებულ ბრინჯაოს დაუმატა.

რაც შეეხება ვერცხლის მედალს, ის ნორვეგიის გუნდს გადაეცა (მარტე ოლსბუ, ტირილ ეკჰოფი, იოჰან ბოე, ემილ სვენდსენი), ბრინჯაო კი იტალიამ მოიგო (ლიზა ვიტოცი, დოროტეა ვირერი, ლუკას ჰოფერი, დომინიკ ვინდიში).

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე