მარტენ ფურკადი საფრანგეთის წლის სპორტსმენი გახდა
მარტენ ფურკადი საფრანგეთის წლის სპორტსმენი გახდა

ბიატლონში ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი მარტენ ფურკადი საფრანგეთში 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს. ლაურეატი გამოვლინდა ინტერნეტში გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად. ფინალურ რაუნდში ფურკადმა გაუსწრო ათჭიდელ კევინ მაიერს, რომელმაც 2018 წელს მსოფლიოს რეკორდი დაამხო. ასევე ბიატლონისტი საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებზე წინ აღმოჩნდა.

„თუ ვილაპარაკებთ საფრანგეთისთვის ყველაზე შთამბეჭდავ სპორტულ მიღწევაზე, ეს, რა თქმა უნდა, საფრანგეთის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვებაა. ფეხბურთელებმა უფრო მეტად დაიმსახურეს ტიტული, ვიდრე მე. მაგრამ, თუ ვისაუბრებთ მრავალი წლის განმავლობაში მაღალი შედეგების მიღწევის სტაბილურობაზე, მაშინ ჩემი გამარჯვება ეჭვს არ იწვევს. უცნაურია, მაგრამ 2018 წელს მთავარ გამარჯვებად მიმაჩნია არა ოლიმპიური მედლები, არამედ ბრძოლა მეშვიდე მსოფლიოს თასისთვის იოჰანეს ბოესთან“, – განუცხადა RMC Sport-ის ფურკადმა.