მარტენ ფურკადი – საჭიროა მეტი ენერგია და თავდაჯერებულობა
HOCHFILZEN, AUSTRIA - DECEMBER 15: Martin Fourcade of France in action at the shooting range during the IBU Biathlon World Cup Men's 12.5 km Pursuit on December 15, 2018 in Hochfilzen, Austria. (Photo by Matthias Hangst/Bongarts/Getty Images)
მსოფლიო თასის 7-გზის გამარჯვებული ბიატლონში მარტენ ფურკადი, რომელმაც მსოფლიო თასის მესამე ეტაპზე, ჩეხურ ქალაქ ნოვო-მესტოსი, სპრინტში 43-ე ადგილი დაიკავა და ვერცერთი ქულა ვერ აიღო, ინსტაგრამში გულშემატკივრებს მიმართა და გამხნევებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ყოველთვის ძნელია შედეგის გამო თვალების დახუჭვა. დღეს ის ძალიან ცუდი იყო. საჭიროა მეტი ენერგია და თავდაჯერებულობა. მადლობა თქვენ შეტყობინებებისთვის“, – დაწერა ფრანგმა ბიატლონისტმა.
უფრო ადრე ფურკადმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ამ შაბათის გამოდევნებით რბოლაში მონაწილეობას არ მიიღებს.