მარსიალმა, შესაძლოა, კარიერა „ბარსელონაში“ გააგრძელოს #1TVSPORT
მარსიალმა, შესაძლოა, კარიერა „ბარსელონაში“ გააგრძელოს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა ანტონი მარსიალმა, შესაძლოა, ინგლისური გუნდი დატოვოს. ფრანგი ფეხბურთელით სერიოზულად არის დაინტერესებული „ბარსელონა“, – წერს გამოცემა Mundo Deportivo.

კატალონელთა ახალი მთავარი მწვრთნელი დადებითად აფასებს მარსიალს და გუნდში მისი ხილვა სურს. მით უმეტეს, რომ „იუნაიტედში“ კრიშტიანო რონალდოსა და ჯეიდონ სანჩოს გადასვლის შემდეგ, ფრანგი გუნდში პირველ როლებზე აღარ არის.

ამ სეზონში მარსიალმა ცხრა მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. 25 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონ ევროს შეადგენს.