მარსიალი მოურინიოსთან რაიმე სახის კონფლიქტს უარყოფს
მარსიალი მოურინიოსთან რაიმე სახის კონფლიქტს უარყოფს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფრანგი ლეგიონერი ანტონი მარსიალი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, თითქოს ჟოზე მოურინიოსთან არასახარბიელო ურთიერთობა აქვს, წერს espn.com.

ინფორმაცია ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის დაძაბული ურთიერთობის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც მოურინიომ მარსიალი მკაცრად გააკრიკიტა კლუბის უნებართვოდ დატოვების გამო. როგორც ირკვევა, ფრანგ ლეგიონერს ზაფხულში ბავშვი შეეძინა და გუნდის წინასასეზონო შეკრება ისე დატოვა, რომ ნებართვა არ აუღია. ამ ამბავს ფეხბურთელის ორკვირიანი დასჯა მოჰყვა, თუმცა ბოლო ტურში ნაჩვენები თამაშის შემდეგ მარსიალმა განაცხადა, რომ პორტუგალიელ მწვრთნელთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს.

„ჩვენს შორის თავიდანვე ისეთი ურთიერთობა იყო, როგორიც ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის უნდა იყოს და იმედი მაქვს, მომავალშიც ასე იქნება“, – ამბობს მარსიალი.

პრემიერ ლიგის ბოლო ტურის მატჩში ფრანგმა ორი გოლის გატანა შეძლო და „იუნაიტედი“ „ჩელსის“ სტუმრად დამარცხებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა მასპინძელთა როს ბარკლიმ გათანაბრება 96-ე წუთზე მოახერხა.

ინფორმაციისთვის, „მანჩესტერ იუნაიტედს“ „სტემფორდ ბრიჯზე“ 2012 წლის შემდეგ არ მოუგია.