მარსიალი „მანჩესტერ იუნაიტედში“ კიდევ ხუთი წლით დარჩება
მარსიალი „მანჩესტერ იუნაიტედში“ კიდევ ხუთი წლით დარჩება

ანტონი მარსიალი და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან სულ უფრო ახლოს არიან, იტყობინება ი-ეს-პი-ენი (ESPN). მოლაპარაკებები, რომლებიც წელიწადზე მეტ ხანს გრძელდებოდა, დასასრულს უახლოვდება. საბოლოო დეტალები ჯერ შესათანხმებელია, თუმცა „იუნაიტედში“ იმედი აქვთ, რომ 23 წლის ფრანგთან ახალი ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმებას წინ არაფერი დაუდგება.

ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს, არსებობდა იმის რეალური შესაძლებლობა, რომ მარსიალი „ოლდ ტრაფორდიდან“ წასულიყო, რადგან კლუბის რამდენიმე შეთავაზებაზე განაცხადა უარი. მიუხედავად ამისა, „იუნაიტედთან“ დაახლოებული წყაროების ცნობით, მოლაპარაკებებმა შედეგი მაინც გამოიღო და ფეხბურთელმა სიტყვიერი თანხმობა უკვე განაცხადა.