მარშალ ბილინგსლი და სერგეი რიაბკოვი იარაღის კონტროლის საკითხს ავსტრიაში განიხილავენ
მარშალ ბილინგსლი და სერგეი რიაბკოვი იარაღის კონტროლის საკითხს ავსტრიაში განიხილავენ

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი მარშალ ბილინგსლი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი იარაღის კონტროლის საკითხს ავსტრიაში 22-23 ივნისს განიხილავენ. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილული იქნება იარაღის კონტროლის მომავალთან დაკავშირებული შეთანხმებული საკითხები. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ დისკუსიაში ჩართვის ღია მიწვევა აშშ-მა ჩინეთსაც გაუგზავნა და მკაფიოდ განაცხადა სამი ქვეყნის მხრიდან იარაღის კონტროლის შესახებ კეთილსინდისიერი მოლაპარაკებების წარმართვის საჭიროების შესახებ.

აშშ-ის პრეზიდენტმა არაერთხელ მოუწოდა ჩინეთს, შეუერთდეს აშშ-სა და რუსეთს მოლაპარაკებებში ბირთვულ იარაღზე კონტროლის შეთანხმების მისაღწევად.