მარსელში საცხოვრებელი სახლების ჩამონგრევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა
მარსელში საცხოვრებელი სახლების ჩამონგრევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა

მარსელში საცხოვრებელი სახლების ჩამონგრევის შედეგად, ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. შემთხვევა ქალაქის ისტორიულ ნაწილში, ძველი პორტის სიახლოვეს მოხდა. შენობის ჩამონგრევის შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოქალაქეებს ტერიტორიასთან მიახლოებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ამ მოვლენიდან მცირე ხანში, გვერდით მდგომი შენობაც ჩამოიშალა. მარსელის მერის განმარტებით, შენობა ავარიული იყო და მოსახლეობის ევაკუაცია გაცილებით ადრე განხორციელდა. თუმცა, გამორიცხული არ არის, დაცლილი შენობისთვის თავი უსახლკაროებს შეეფარებინათ. ადგილზე მობილიზებულია 40-მდე მაშველი. მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები.