მარსელში ნეიმარის მაისურს ფეხსაცმელების საწმენდად იყენებენ (ვიდეო)
მარსელში ნეიმარის მაისურს ფეხსაცმელების საწმენდად იყენებენ (ვიდეო)

ესპანური გაზეთის AS-ის ინფორმაციით, „მარსელის“ ოფიციალურ მაღაზიაში „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურს ნეიმარის გვარით შესასვლელთან ფეხსაცმელების გასაწმენდად იყენებენ.

გასულ უქმეებზე ამ გუნდებს შორის მატჩისას ფეხბურთელებმა მასიური ჩხუბი დაიწყეს, რომლის შედეგადაც მსაჯმა ჯამში ხუთ მოთამაშეს უჩვენა წითელი ბარათი. პარიზელთა ფორვარდმა ნეიმარმა კეფაში მუშტი ჩაარტყა „მარსელის“ მცველს ალვარო გონსალესს. მატჩის შემდეგ ბრაზილიელმა ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ალვარესი მას რასიზმის ნიადაგზე შეურაცხყოფდა.

ამ ინციდენტის შემდეგ, საფრანგეთის პროფესიული საფეხბურთო ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა რამდენიმე ფეხბურთელს მისცა დისკვალიფიკაცია, მათ შორის, ნეიმარს, რომელიც ორ შეხვედრას გამოტოვებს.