მარსელოს იუვენტუსში თამაში სურს
მარსელოს იუვენტუსში თამაში სურს

მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელ მცველ მარსელოს იუვენტუსში გადასვლა სურს. „ტუტოსპორტის“ (Tuttosport) განცხადებით ფეხბურთელი დროის დაკარგვას არ აპირებს და იანვარში უნდა შეურთდეს იტალიურ კლუბს.

გამოცემის ინფორმაციით, მარსელოს კრიშტიანო რონალდოსთან მეგობრობა აკავშირებს და მასთან ერთად სურს თამაში. ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.