მარსელომ „რეალის“ შემადგენლობაში 23-ე ტიტული მოიგო და საკლუბო რეკორდი გაიმეორა #1TVSPORT
მარსელომ „რეალის“ შემადგენლობაში 23-ე ტიტული მოიგო და საკლუბო რეკორდი გაიმეორა #1TVSPORT

მადრიდის „რეალმა“ ესპანეთის სუპერთასის ფინალში 2:0 დაამარცხა „ბილბაო“.

გაზეთ „მარკას“ ინფორმაციით, ეს ტიტული 23-ე აღმოჩნდა კლუბში ბრაზილიელი მცველისთვის მარსელოსთვის. 33 წლის ფეხბურთელი ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა „რეალის“ რეკორდსმენს ფრანსისკო ჰენტოს.

მარსელოსა და ჰენტოს მოყვება სერხიო რამოსი – 22 ტიტული „რეალის“ შემადგენლობაში. მანუელ სანჩისის ანგარიშზე 21 ტიტულია.