მარსელომ „რეალის“ დატოვება გადაწყვიტა
მარსელომ „რეალის“ დატოვება გადაწყვიტა

მადრიდის „რეალის“ მცველმა მარსელომ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას. ამის შესახებ ესპანურმა ინტერნეტ-გამოცემა sport.es-მა დაწერა.

ბრაზილიელს მიაჩნია, რომ მისი კარიერა სამეფო კლუბში დასასრულს მიუახლოვდა. წყაროს ცნობით, მარსელომ უკვე აცნობა „რეალის“ ხელმძღვანელობას, რომ სხვა გუნდში სურს გადასვლა.

მცველის განზრახვაზე არ უმოქმედია მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანის დაბრუნებასაც, რომელიც ფეხბურთელს მომავალ სეზონში თითქმის გარანტირებულად პირდებოდა ძირითადში თამაშს. იტყობინებიან, რომ 31 წლის მარსელო უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს წასვლაზე „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან.

მარსელო, ამჟამად, ბრაზილიაში ატარებს შვებულებას, რადგან ქვეყნის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ ის კოპა ამერიკას განაცხადში არ შეიყვანა.