მარსელო მადრიდულ დერბის გამოტოვებს
SEVILLA, SPAIN - FEBRUARY 18: Marcelo of Real Madrid during the La Liga Santander match between Real Betis Sevilla v Real Madrid at the Estadio Benito Villamarin on February 18, 2018 in Sevilla Spain (Photo by Jeroen Meuwsen/Soccrates/Getty Images)
ბრაზილიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ მცველი მარსელო შაბათს დაგეგმილ მადრიდულ დერბის გამოტოვებს, – წერს გაზეთი „მარკა“ (Marca).
სამეფო კლუბის მარცხენა მცველს მარჯვენა ფეხის კუნთის დაზიანება დაუდგინეს და ფეხბურთელს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მოუწევს ყოფნა.
ჯერჯერობით არ დასახელებულა ბრაზილიელი ფეხბურთელს გამოჯანმრთელების კონკრეტული ვადები, თუმცა, უახლოესი შეხვედრის გამოტოვება მარსელოს აუცილებლად მოუწევს.
მარსელომ აღნიშნული დაზიანება პრიმერას მეექვსე ტურში, „სევილიასთან“ 0:3 წაგებული მატჩის დროს მიიღო.