მარსელო იუვენტუსთან 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს
მარსელო იუვენტუსთან 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს

ესპანური გამოცემა ასი (AS) იტალიურ გამოცემა სტამპაზე (La Stampa) დაყრდნობით წერს, რომ მარსელომ იუვენტუსთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. ცნობილია, რომ 30 წლის ბრაზილიელი ბებერ ქალბატონთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

კრიშტიანო რონალდოს იუვენტუსში გადასვლის შემდეგ, მარსელოს ტრანსფერზე პრესა აქტიურად მიანიშნებდა.

ამ ყველაფერს საბოლოო წერტილი სანტიაგო სოლარის გადაწყვეტილებამ დაუსვა. არგენტინელმა, არც მეტი არც ნაკლები, მარსელო სკამზე დასვა და ის რეგილონით ჩაანაცვლა.