მარსელო - იუვენტუსში, ალექს სანდრო - რეალში | ბარტერის ალბათობა დიდია
მარსელო - იუვენტუსში, ალექს სანდრო - რეალში | ბარტერის ალბათობა დიდია

„ტუტოსპორტის“ (Tuttosport) ინფორმაციით, ესპანური სამეფო კლუბი არ გამორიცხავს ფეხბურთელების გაცვლას. მარსელოს „იუვენტუსში“ გადასვლაზე საუბარი სეზონის დასაწყისიდან მიმდინარეობს, ხოლო ალექს სანდროს „ბებერ ქალბატონთან“ კონტრაქტი 2020 წლამდე აქვს და ახალ ხელშეკრულებაზე ჯერ მხარეებს არ ულაპარაკიათ.

გამოცემა ყველაზე დიდ პრობლემად მარსელოს ხელფასს ასახელებს. ბრაზილიელი „რეალში“ წელიწადში 10 მილიონ ევროს იღებს და „იუვენტუსში“ ასეთ დიდ თანხას ვერავინ გადაუხდის.
მიუხედავად ამისა, არაა გამორიცხული, მარსელო ტურინში მაინც ვიხილოთ.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელმა მცველმა კრიშტიანო რონალდოსთან ერთად თამაშის სურვილი არაერთხელ გამოთქვა.