მარსელო ბროზოვიჩი კატარის ჩემპიონატში ითამაშებს #1TVSPORT
ხორვატი ნახევარმცველი მარსელო ბროზოვიჩი საფეხბურთო კარიერას კატარულ კლუბ „ალ-სადში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
მოთამაშე თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა, ახალ გუნდს იგი ტრანსფერის გარეშე, უფასოდ შეუერთდა. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი და მასში კონტრაქტის დამატებით ერთი სეზონით გახანგრძლივების პუნქტიცაა შესული.
ბოლო სამი წლის განმავლობაში ბროზოვიჩი კრიშტიანო რონალდოსთან ერთად „ალ-ნასრში“ ასპარეზობდა, მანამდე კი მილანის „ინტერში“ თამაშობდა.