მარსელო ბიელსას ლიდს იუნაიტედში მუშაობის გაგრძელება სურს

13:43, 16.05.2019

ლიდს იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი მარსელო ბიელსა აცხადებს, რომ კლუბის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და ახალ შეთავაზებებს ყურადღებით მოისმენს. პრემიერ ლიგაში გადასასვლელ პლეიოფში არგენტინელის გუნდმა ორი მატჩის ჯამში 3-4 (1-0; 2-4) წააგო დერბისთან და მომავალ სეზონსაც რანგით მეორე დივიზიონში გაატარებს.

„თუ კლუბი გაგრძელების საშუალებას მომცემს, მე შემოთავაზებებს ყურადღებით მოვისმენ. მტკივნეული სიტუაციაა და ყველანი გაწბილებულები ვართ“, – განაცხადა ბიელსამ წაგებული განმეორებითი მატჩის შემდეგ.

მსგავსი