„მარსელმა“ რაბიო ტრანსფერზე დააყენა #1TVSPORT
„მარსელმა“ რაბიო ტრანსფერზე დააყენა #1TVSPORT

„მარსელმა“ დაადატურა, რომ ადრიენ რაბიო და ჯონათან როუ ტრანსფერზე დააყენა.

შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის პირველ ტურში „რენთან“ (0:1) წაგების შემდეგ მარსელური კლუბის გასახდელში ამ ფეხბურთელებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებასა და ურთიერთმუქარას ჰქონდა ადგილი. კლუბში ასეთი საქციელი მიუღებლად მიიჩნიეს და გადაწყვიტეს ინციდენტი უპასუხოდ არ დაეტოვებინათ.

ამის შემდეგ „მარსელმა“ გამოაცხადა, რომ რაბიო და როუ იმ მოთამაშეთა სიაში შეიყვანეს, რომლებიც ტრანსფერზე არიან დაყენებული. „ორშაბათს კლუბმა ეს გადაწყვეტილება ორივე ფეხბურთელს აცნობა“, – წერია „მარსელის“ განცხადებაში.