„მარსელმა“ კლუბის პრეზიდენტთან ურთიერთობა გაწყვიტა #1TVSPORT
„მარსელმა“ კლუბის პრეზიდენტთან ურთიერთობა გაწყვიტა #1TVSPORT

„მარსელმა“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა თანამშრომლობის ვადაზე ადრე გაწყვეტის შესახებ კლუბის პრეზიდენტთან, პაბლო ლონგორიასთან.

„ჩვენი კლუბი მადლიერებას გამოხატავს პაბლო ლონგორიას მიმართ ერთგულებისთვისა და მონდომებული მუშაობისთვის ექვსი წლის განმავლობაში. კლუბი გულწრფელად უსურვებს მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“, – წერია „მარსელის“ განცხადებაში.

ამ მომენტისთვის „მარსელი“ მესამე ადგილზეა ლიგა 1-ის გათამაშების ცხრილში.