„მარსელისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი ძლიერი წვიმისა და მოსალოდნელი წყალდიდობის გამო გადაიდო #1TVSPORT
„მარსელისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი ძლიერი წვიმისა და მოსალოდნელი წყალდიდობის გამო გადაიდო #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-5 ტურის ცენტრალური დაპირისპირება „მარსელსა“ და ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ შორის მოსალოდნელი სტიქიის გამო გადაიდო, – ინფორმაციას L’Équipe-ი ავრცელებს.

„მატჩი გადაიდო ძლიერი წვიმის საფრთხის გამო, რაც ქალაქის ქუჩებში წყალდიდობის მნიშვნელოვან რისკს ქმნის. 65 000-ადგილიანი „სტად ველოდრომი“ და მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელიც, სავარაუდოდ, გადატვირთული იქნებოდა, საფრთხის წინაშე დგას. ბუშ-დიუ-რონის რეგიონში წვიმის, წყალდიდობისა და ჭექა-ქუხილის გამო ნარინჯისფერი განგაში გამოცხადდა“, – განაცხადა ბუშ-დიუ-რონის დეპარტამენტის პრეფექტმა, ჟორჟ-ფრანსუა ლეკლერმა.

საფრანგეთის გამორჩეული კლუბების დაპირისპირება 21 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე უნდა დაწყებულიყო.