„მარსელის“ ყოფილი პრეზიდენტი კორონავირუსისგან გარდაიცვალა
„მარსელის“ ყოფილი პრეზიდენტი კორონავირუსისგან გარდაიცვალა

საფეხბურთო კლუბ „მარსელის“ ყოფილი პრეზიდენტი პაპე დიუფი 68 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა, – წერს გამოცემა „პროვანსი“.

30 მარტს, დიუფი მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს დაკარის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. თუმცა, „მარსელის“ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობა არ გაუმჯობესდა და 31 მარტს კორონავირუსის ინფექციის შედეგად გარდაიცვალა.

დიუფი „მარსელის“ პრეზიდენტი პოსტზე 2005-09 წლებში მუშაობდა. მანამდე სენეგალელი სპორტული ჟურნალისტი და საფეხბურთო აგენტი იყო.