„მარსელის“ სპორტული დირექტორი მეჰდი ბენატია - შეხედეთ კვარაცხელიას ბურთთან პირველ შეხებასა და აჩქარებას #1TVSPORT
„მარსელის“ სპორტული დირექტორი მეჰდი ბენატია აცხადებს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „ატალანტასთან“ მოგებულ მატჩში (4:0) პსჟ-ის თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას გოლით აღფრთოვანდა.
„შეხედეთ კვარაცხელიას პირველ შეხებასა და აჩქარებასა, ასევე იმას, თუ როგორ ცვლის ტემპს“, – ამბობს „მარსელის“ სპორტული დირექტორი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.
ქართველი ფეხბურთელის გამოსვლის შესახებ ფრანგული გამოცემა Foot Mercato-ც წერს:
„კვარაცხელიამ ყველა გააოცა სწრაფი დრიბლინგებითა და მიმართულების მკვეთრი ცვლილებებით. ამან „ატალანტას“ დაცვა, ფაქტობრივად, „ააფეთქა“ და საჯარიმოს გარედან ზუსტი დარტყმით დაადუმა“, – წერს ფრანგული გამოცემა.
„მარსელი“ „პარი სენ-ჟერმენს“ საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-5 ტურში 21 სექტემბერს „ველოდრომზე“ დაუპირისპირდება.