„მარსელის“ ასობით ფანმა კლუბის საწვრთნელ ბაზას შეუტია და ხანძარი გააჩინა [ვიდეო]
„მარსელის“ ასობით ფანმა კლუბის საწვრთნელ ბაზას შეუტია და ხანძარი გააჩინა [ვიდეო]

„მარსელის“ გულშემატკივრები, რომლებიც უკმაყოფილონი არიან გუნდის ბოლოდროინდელი შედეგებით, კლუბის ბაზას დაესხნენ თავს, – იტყობინება RMC.

ბაზაზე შეჭრა სცადა დაახლოებით 150-200 გულშემატკივარმა და ზოგიერთმა ეს მოახერხა. ჯერ კიდევ შაბათს დილით, ფანებმა კლუბისა და მოთამაშეების საწინააღმდეგო ათობით ბანერი გამოფინეს. საწვრთნელი ცენტრის ახლოს, გულშემატკივრები ისროდნენ პეტარდებს და გრანდიოზული ფეიერვერკიც მოაწყვეს, რის შედეგადაც ერთი ხე დაიწვა.

„მარსელმა“ წააგო ბოლო სამი მატჩი და საფრანგეთის ჩემპიონატში 32 ქულით მეექვსე ადგილზეა. ადრე გახდა ცნობილი, რომ, სავარაუდოდ, მალე დატოვებს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს პორტუგალიელი ანდრე ვილაშ-ბოაში.