„მარსელი“ სენეგალელ ფორვარდს შეიძენს
„მარსელი“ სენეგალელ ფორვარდს შეიძენს

„მარსელი“ მოლაპარაკებებს აწამოებს „რენთან“ სენეგალელ ფორვარდ მ’ბაიე ნიანგის შეძენის თაობაზე. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა თავის „ტვიტერის“ გვერდზე იუწყება და აღნიშნავს, რომ შეთანხმება ძალიან მალე შედგება.

წყაროს ინფორმაციით, „მარსელი“ მზად არის, ნიანგს ხუთწლიანი კონტრაქტი და წელიწადში 2.5 მილიონი ევრო შესთავაზოს.

მბაიე ნიანგის კარიერა 2011 წელს „კანში“ დაიწყო. 2012 წელს ფეხბურთელი „მილანში“ გადავიდა, შემდეგ იჯარით „მონპელიეში“, „ჯენოაში“, „უოტფორდსა“ და „ტორინოში“ გამოდიოდა, ერთი წლის შემდეგ კი ამ უკანასკნელმა ფეხბურთელის კონტრაქტი. „რენში“ სენეგალელი 2018 წლის 31 აგვისტოდან თამაშობს.

გარდა ამისა, მბაიე ნიანგი სენეგალის ეროვნული ნაკრების წევრია, სადაც დებიუტი 2017 წელს ჰქონდა.