„მარსელი“ ფინალთან ახლოს არის
„მარსელი“ ფინალთან ახლოს არის

„მარსელმა“ ევროპის ლიგის ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ფრანგულმა კლუბმა პირველ ნახევარფინალში შინ მიიღო ავსტრიის „ზალცბურგი“. „ველოდრომზე“ გამართული მატჩი 2:0 დასრულდა.

პირველი გოლი ფლორიან ტოვენმა მე-15 წუთზე გაიტანა. მეორე მე-60 წუთზე ფორვარდ კლინტონ ნ’ჯიეს ანგარიშზეა. ორივე გოლზე ასისტენტი დმიტრი პაიე იყო.
აღსანიშნავია, რომ „ზალცბურგს“ უკეთესი ჰქონდა ბურთის ფლობა, უფრო მეტჯერ დაარტყა და უფრო მეტი კუთხური ჩააწოდა, მაგრამ მაინც დამარცხდა.

განმეორებითი მატჩი 3 მაისს ზალცბურგში გაიმართება.