მარსელ დესაიმ ოცნების გუნდი შეადგინა #1TVSPORT
მარსელ დესაიმ ოცნების გუნდი შეადგინა #1TVSPORT

ლეგენდარულმა ფრანგმა მცველმა მარსელ დესაიმ თავისი ოცნების გუნდი წარმოადგინა.

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მეკარედ აირჩია ედვინ ვან დერ სარი. დაცვაში დააყენა საკუთარი თავი, სერხიო რამოსი, აშრაფ ჰაკიმი და რობერტო კარლოსი.

ნახევარდაცვაში დესაის გუნდში ითამაშებდნენ – როდრი, ედგარ დავიდსი, პოლ პოგბა, ხოლო თავდასხმაში – დიეგო მარადონა, კრიშტიანო რონალდო და რონალდო.

გუნდის მთავარი მწვრთნელი იქნებოდა კარლო ანჩელოტი.