მარნერს „ტორონტოსთან“ სამწლიანი, 30 მილიონიანი კონტრაქტის გაფორმება სურს

10:59, 07.08.2019

ნაციონალური ჰოკეის ლიგის (NHL) კლუბი „ტორონტო“ თავისუფალ აგენტ მიტჩემ მარნერთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს, იტყობინება „თი-ეს-ენი“ (TSN).

კლუბი 22 წლის კანადელს რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს: სამწლიან, ექვსწლიან ან შვიდწლიან კონტრაქტს. მარნერის წარმომადგენლებს თავდაპირველად ხუთწლიანი, წლიური 11,6 მილიონიანი კონტრაქტის დადება სურდათ, ამჯერად კი ისინი სამწლიან ხელშეკრულებას ითხოვენ, რომელიც მთლიანობაში 30 მილიონ დოლარს მოიცავს.

2018/2019 წლების სეზონში თავდამსხმელმა ნაციონალური ჰოკეის ლიგის რეგულარულ ჩემპიონატში 82 მატჩი ჩაატარა და 94(26+68) ქულა დააგროვა.

პლეიოფებში კი მის ანგარიშზე შვიდ მატჩში 4(2+2) ქულაა.

მსგავსი