მარკუს სმარტი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს, სავარაუდოდ, ვეღარ დაეხმარება

13:09, 12.08.2019
საკალათბურთო ნაკრებები ჩინეთის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობენ, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების გუნდია, რომელმაც უკვე დაასახელა 17-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა.
როგორც ირკვევა, გრეგ პოპოვიჩისა და სტივ კერის გაწვრთნილ გუნდს „ბოსტონ სელტიკსის“ კალათბურთელი მარკუს სმარტი დააკლდება, რომელმაც წვივის ტრავმა მიიღო და სამწუხაროდ შეკრების დატოვება მოუწია.
თუმცა, როგორც გუნდში აცხადებენ, სმარტი შესაძლოა ჩინეთში მაინც გაემგზავროს და მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღოს, იმ შემთხვევაში თუ ტრავმის მორჩენა დროულად შეძლო.

მსგავსი