მარკუს რეშფორდმა ბრიტანელი ბავშვებისთვის 20 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეაგროვა
მარკუს რეშფორდმა ბრიტანელი ბავშვებისთვის 20 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეაგროვა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა მარკუს რეშფორდმა ამ კვირას გამოაცხადა, რომ თანამშრომლობს საქველმოქმედო ფონდ FareShare-თან, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სკოლის მოსწავლეებს საკვებით უზრუნველყოფს.

და აი, ახლა გამოცხადდა, რომ ფეხბურთელის დახმარებით შეგროვდა 20 მილიონი ფუნტი სტერლინგი მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის. მაღაზიების რამდენიმე მსხვილმა ქსელმა სოლიდური შემოწირულობა გაიღო. ასევე მთელი ბრიტანეთის მასშტაბით ბევრი წვრილი კომპანია შეუერთდა ფეხბურთელის მოწოდებას.

ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 38 ათასზე მეტი შემთხვევა.