მარკუს რეშფორდმა ბავშვებისთვის ფიზკულტურის ონლაინ-გაკვეთილი ჩაატარა (ვიდეო)
მარკუს რეშფორდმა ბავშვებისთვის ფიზკულტურის ონლაინ-გაკვეთილი ჩაატარა (ვიდეო)

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა მარკუს რეშფორდმა ფიზკულტურის ონლაინ-გაკვეთილი ჩაატარა ბრიტანელი მოსწავლეებისთვის.

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი შეუერთდა BBC-ის პროექტს (BBC Bitesize) და გაკვეთილი მისცა CBBC-სა და iPlayer-ის მაყურებლებისთვის.

ქვეყნის ზოგიერთ კლასში მასწავლებლებმა ბავშვებს ეთერში ჩაურთეს რეშფორდის გაკეთილი. ფორვარდი საკუთარ სპორტულ დაბრაზში ასრულებდა ვარჯიშებს – აზიდვებსა და ბუქნებს ასრულებდა, მუცლის კუნთებს ამუშავებდა. ბავშვები მასთან ერთად იმეორებდნენ.

რეშფორდს წლევანდელ სეზონში 31 მატჩი დაუგროვდა, 19 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი პასი შეასრულა.