მარკუს რეშფორდმა „ბარსელონაში“ პირველი გოლი გაიტანა, გავიმ დუბლი შეასრულა #1TVSPORT
„ბარსელონამ“ აზიურ ტურნეში ბოლო მატჩი ჩაატარა, რომელშიც სამხრეთკორეული „ტეგუ“ დიდი ანგარიშით დაამარცხა.
კატალონელთა რიგებში დუბლი შეასრულა გავიმ (21-ე და 45-ე წუთი), თითო გოლი გაიტანეს რობერტ ლევანდოვსკიმ (27), დრომ (55) და მარკუს რეშფორდმა (65). საბოლოო ანგარიშია – 5:0.
„ბარსელონას“ სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: ჟოან გარსია, კუნდე, არაუჟო, ჟერარ მარტინი, ბალდე, გავი, დე იონგი, დრო, ლამინ იამალი, ლევანდოვკი, რაფინია.
აზიური ტურნეს წინა ორ მატჩში „ბარსელონამ“ 3:1 დაამარცხდა „ვისელ კობე“ და 7:3 „სეული“.
ესპანეთის ჩემპიონი შემდეგ შეხვედრას კვირას, 10 აგვისტოს გამპერის თასზე „კომოს“ წინააღმდეგ გამართავს.