მარკუს რეშფორდი პრემიერლიგის ახალი სეზონის საწყის ორ თვეს გამოტოვებს
მარკუს რეშფორდი პრემიერლიგის ახალი სეზონის საწყის ორ თვეს გამოტოვებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა მარკუს რეშფორდმა, შესაძლოა, პრემიერლიგის ახალი სეზონის პირველი ორი თვე გამოტოვოს. როგორც გაზეთი „ტელეგრაფი“ წერს, ფეხბურთელს მხარზე ოპერაცია ელოდება.

აღნიშნავენ, რომ ეს დაზიანება ფეხბურთელს ნახევარი წელია აწუხებს. ოპერაციის აუცილებლობა არ არსებობდა და რეშფორდმაც ამის გამო რამდენჯერმე გადადო ქირურგიული ჩარევა.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, რომელშიც ინგლისმა ფინალში წააგო იტალიასთან, ფორვარდს გაუჩნდა შესაძლებლობა ამ პრობლემისთვის მიეხედა.

პრემიერლიგის სეზონი 14 აგვისტის იწყება.