თითქმის გადაწყვეტილია, რომ ფორვარდი მარკუს რეშფორდი იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვებს „მანჩესტერ იუნაიტედს“, თუმცა უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას ინგლისელი ფეხბურთელი.
როგორც გამოცემა Diario Sport-ი წერს, „ბარსელონა“ სერიოზულად განიხილავს რეშფორდის იჯარის ვარიანტს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა მწვანე შუქი აუნთო ამ ტრანსფერს, რადგან საბოლოოდ აიცრუა გული ანსუ ფატიზე.
თავად რეშფორდს ხიბლავს „ბარსელონასთან“ შეერთების ვარიანტი და ახლა სწორედ ამ გუნდში სურს თამაში. წერენ, რომ მან წინასწარი თანხმობა განაცხადა კატალონურ კლუბში იჯარით გადასვლაზე.