მარკუს რეშფორდი „ასტონ ვილას“ შეუთანხმდა #1TVSPORT
მარკუს რეშფორდი „ასტონ ვილას“ შეუთანხმდა #1TVSPORT

„ასტონ ვილა“ სერიოზულად არის დაინტერესებული „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდის მარკუს რეშფორდის აყვანით. და, როგორც ჩანს, მხარეები ახლოს არიან საბოლოო გარიგებასთან.

იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, რეშფორდმა შეათანხმა ბირმინგემულ კლუბთან პირადი კონტრაქტის პირობები. ასე რომ, ტრანსფერს ყველა მხრიდან მწვანე შუქი აქვს.

ამ მომენტისთვის, კლუბები უახლოვდებიან ფორვარდის იჯარას და გამოსყიდვის პუნქტს განიხილავენ.

აღნიშნავენ, რომ „ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი პირადად ელაპარაკა რეშფორდს და გუნდის პროექტის დეტალები განუმარტა.