მარკუს რეშფორდი ამ სეზონში დაბრუნებას მოასწრებს

19:15, 25.01.2020

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა მარკუს რეშფორდმა განაცხადა, რომ მოასწრებს მიმდინარე სეზონში ტრავმისგან აღდგენას.

ცოტა ხნის წინ, 22 წლის ინგლისელმა ზურგის მძიმე ტრავმა მიიღო.

„იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლე-გუნარ სულშერმა მიანიშნა, რომ კლუბი არ ეცდება რეშფორდთან დაკავშირებით მოვლენების ფორსირებას

„მადლობა ყველას, – დაწერა საკუთარ „ტვიტერზე“ რეშფორდმა. – დავბრუნდები სეზონის ბოლომდე და დავეხმარები გუნდს პირველ ოთხეულში მოსახვედრად“.

რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, ამ მომენტისთვის „მანჩესტერი“ ეძებს ფორვარდს იჯარით ასაყვანად, რომელმაც რეშფორდი უნდა შეცვალოს.

მსგავსი