მარკუს მორისს სჯერა, რომ „ნიუ იორკი” კვლავ პლეი ოფისთვის იბრძვის (ვიდეო)
„ნიუ იორკმა” რეგულარული სეზონის უკანასკნელი შეხვედრა „მედისონ სქუერ გარდენში” „ატლანტას” წინააღმდეგ გამართა და იშვიათი გამარჯვება მოიპოვა.
მატჩის შემდგომ ინტერვიუში „ნიქსის” კალათბურთელმა მარკუს მორისმა ჟურნალისტებთან მოპოვებულ გამარჯვებაზე და გუნდის სასეზონო გეგმებზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ „ნიუ იორკს” აღმოსავლეთ კონფერენციაში 7 მოგება და 21 მარცხი აქვს და ბოლოს წინა ადგილზე იმყოფება. მიუხედავად ამისა, მორისი მიიჩნევს, რომ მისი გუნდი წელს პლეი ოფის საგზურისთვის მაინც იბრძოლებს, რაც საკმაოდ ძნელი დასაჯერებელია.
მომდევნო შეხვედრას „ნიუ იორკი” „მაიამი ჰიტის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
"I'm not gonna go out and say we're going to make the playoffs, but s—, that's what we're fighting towards. If we continue to play like this and pull together, we have a great shot to do it"
– @MookMorris2 pic.twitter.com/Qsr6mTdk23
— Knicks Videos (@sny_knicks) 18 December 2019