მარკუს მორისმა „კლიპერსთან“ ახალი ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში საკადრო ცვლილებები აქტიურად მიმდინარეობს. „ლოს-ანჯელეს კლიპერსი“ გუშინ ძალიან მნიშვნელოვან კალათბურთელს დაემშვიდობა. მონტრეზლ ჰარელი „ლეიკერსის“ რიგებში გადავიდა.
სამაგიეროდ, გუნდმა გაახანგრძლივა ხელშეკრულება მარკუს მორისთან. 31 წლის ფორვარდი „კლიპერსში“ კიდევ 4 წელი ითამაშებს და ჰონორარის სახით 64 მილიონ დოლარს მიიღებს.
Deal: 4 years, $64M, per source. https://t.co/w8keZqg6hE
— Adrian Wojnarowski (@wojespn) November 21, 2020
გასულ პლეი ოფებში მორისი მატჩში საშუალოდ 11.8 ქულას აგროვებდა. ის სამქულიანი დისტანციიდან 47.5 პროცენტით ისროდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. მორისი გუნდისთვის დაცვაშიც სასარგებლოდ ირჯებოდა.
Run it back!
— Marcus Morris (@MookMorris2) November 21, 2020