მარკოს როხოს მანჩესტერში სურს დარჩენა
მარკოს როხოს მანჩესტერში სურს დარჩენა

მარკოს როხომ განაცხადა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ სურს დარჩენა და სჯერა, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერის სამომავლო გეგმებში შედის, მიუხედავად „ბოკა ხუნიორსთან“ ცოტა ხნის წინ გამართული საუბრებისა.

არგენტინელი მცველი უკანასკნელ სეზონში მოედანზე სულ რვაჯერ გამოჩნდა, რადგან მწვრთნელები კრის სმოლინგსა და ვიქტორ ლინდელოფს ანიჭებდნენ უპირატესობას.

29 წლის როხომ „მანჩესტერთან“ კონტრაქტი 2018 წელს კიდევ სამი სეზონით გაახანგრძლივა, შემდეგ კი, მუხლის ტრავმის გამო, შვიდი თვე გაუცდა.

წელს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერ ლიგაში მეექვსე ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.